საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

28-29 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან ასელბორნი ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში ლუქსემბურგის საგარეო უწყების ხელძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებთან და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან.  

შეხვედრებისას ყურადღება გამახვილდა ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებზე და სამომავლო პერსპექტივებზე, საქართველო-ევროკავშირის და საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე. 

საქართველოს ვიცე-პრემიერთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდგომ გაიმართება ორი ქვეყნის საგარეო მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია მედიის წარმომადგენლებისთვის. 

ორ დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ჟან ასელბორნი შეხვედრას გამართავს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში. მინისტრი ასევე პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.