საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ფრანკოფონიის ორგანიზაციის სახელმწიფო და მთავრობის მეთაურთა მე-17 სამიტში მონაწილეობის მისაღებად სომხეთს ეწვია

საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ფრანკოფონიის ორგანიზაციის სახელმწიფო და მთავრობის მეთაურთა მე-17 სამიტში მონაწილეობის მისაღებად სომხეთს ეწვია

11.10.2018 სომხეთი- საფრანგეთშისაქართველოს საქმეთა დროებითირწმუნებული, თეონა გიუაშვილი, ფრანკოფონიის ორგანიზაციისსახელმწიფო და მთავრობის მეთაურთამე-17 სამიტში მონაწილეობის მისაღებადერევანს ეწვია.
 
   
ვიზიტის ფარგლებში, ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მინისტრთა საბჭოს  თეონა გიუაშვილმა სიტყვით მიმართა. დროებითმა რწმუნებულმა ხაზი გაუსვა ორგანიზაციის პლურალისტურ ბუნებასა და მრავალმხრივი საქმიანობის მნიშვნელობას - ორგანიზაცია მოიცავს არაერთი კონტინენტის წარმომადგენელ სახელმწიფოს, რომლებიც ერთიანდებიან საერთო ღირებულებების გარშემო (მშვიდობა, დემოკრატია, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებები).  
 
 
თეონა გიუაშვილმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ; დამსწრე საზოგადოების ყურადღება გაამახვილა 29 სექტემბერს საოკუპაციო ძალების მიერ ხურვალეთში საკუთარი სახლიდან მაია ოთინაშვილის გატაცების ფაქტზე და ხაზი გაუსვა საერთაშორისო ძალისხმევისა და ჩართულობის მნიშვნელობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევებისა და რუსეთის საოკუპაციო ძალის დაუსჯელობის აღმოფხვრის მიზნით.
 
  
ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის მუდმივმოქმედი საბჭოსა და მინისტრთა საბჭოს 7-9 ოქტომბრის შეხვედრები ემსახურებოდა ფრანკოფონიის სამიტის მომზადებას, რომელიც ქ. ერევანში 11-12 ოქტომბერს გაიმართება.  შეხვედრები დაეთმო ფრანკოფონული სივრცის წინაშე არსებული გამოწვევების განხილვას, ორგანიზაციის საქმიანობის შეფასებასა და სამომავლო პრიორიტეტების დასახვას. 
 

შეხვედრებში მონაწილოება მიიღო ორგანიზაციის 84-მა წევრმა-სახელმწიფომ და ასოცირებულმა და დამკვირვებელმა ქვეყანამ.
 
 
აღსანიშნავია, რომ საქართველო ფრანკოფონიის ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსით 2004 წლიდან მონაწილეობს.