საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ხელისუფლება მუშაობს ყველა იმ რეკომენდაციაზე, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო დამკვირვებლებს ჰქონდათ - დავით ზალკალიანი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე

ხელისუფლება მუშაობს ყველა იმ რეკომენდაციაზე, რომელიც არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო დამკვირვებლებს ჰქონდათ - დავით ზალკალიანი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე

5.12.2018 ქ. ბრიუსელი- „ნატო-შიგამართულ შეხვედრაზე საქართველოსმიმართ არ ყოფილა გაჟღერებულიარცერთი კრიტიკული შენიშვნა და ამასადასტურებს სახელმწიფო მდივნისგანცხადებებიც-  ამის შესახებსაქართველოს საგარეო საქმეთამინისტრმა დავით ზალკალიანმასაქართველოს საპრეზიდენტოარჩევნებთან დაკავშირებით სახელმწიფოდეპარტამენტის წარმომადგენლისგანცხადებაზე კომენტირებისასგანაცხადა. 
 
მისი თქმით ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან გამართულ შეხვედრაზე საქართველომ მიიღო უაღრესად პოზიტიური შეფასებები, მათ შორის დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით. „გუშინდელ შეხვედრაზე ჩვენ გვქონდა ძალიან პოზიტიური შეფასებები მათ შორის დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით. შეხვედრაზე არ ყოფილა გაჟღერებული არცერთი კრიტიკული შენიშვნა ამას ადასტურებს ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადება, რომელიც მან გააკეთა ამ შეხვედრის შემდეგ, სადაც საუბარი არის საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე და თავსებადობაზე ნატო-ს სტანდარტებთან ყველა მიმართულებით“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
 
რაც შეეხება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, მინისტრის შეფასებით საქართველოს ხელისუფლება აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ყველა ის რეკომენდაცია რაც საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით საქართველომ მიიღო  გათვალისწინებული იქნას. „რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებით გამოთქმულ წინადადებებს, ბუნებრივია ეს ახალი არ არის, იმავე განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მიერ გაკეთდა, საუბარია რომ არჩევნები ჩატარდა შეუფერხებლად , რა თქმა უნდა იყო ხარვეზები,  ამ ხარვეზებზე ხელისუფლებას აქვს მყისიერი რეაგირება და პარლამენტის მხრიდანაც გაჟღერდა რომ სადამკვირვებლო მისიების მხრიდან გამოთქმულ რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ და ამაზე საქართველოს ხელისუფლებას ექნება შესაბამისი რეაგირება“-დასძინა მინისტრმა.