საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ხათუნა თოთლაძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

ხათუნა თოთლაძემ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

6.12.2018 ქ. თბილისი- საქართველოსსაგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემხათუნა თოთლაძემ გამოსამშვიდობებელიშეხვედრა გამართა ეუთო-დემოკრატიული ინსტიტუტებისა დაადამიანის უფლებათა ოფისის(OSCE/ODIHR) საპრეზიდენტო არჩევნებზედამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელთან გერტ-ჰაინრიხარენსთან. 
 
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საპრეზიდენტო არჩევნებსა და ამ პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩართულობაზე.
 
ხათუნა თოთლაძემ მადლობა გადაუხადა OSCE/ODIHR-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მოვლინებისთვის და ხაზი გაუსვა აღნიშნულ ინსტიტუტთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში.

აღსანიშნავია, რომ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა მისია ქვეყანაში საქართველოს მთავრობის მოწვევით იმყოფებოდა. მისია 2018 წლის 18 სექტემბერს შეუდგა მუშაობას და მონიტორინგი გაუწია წინასაარჩევნო პროცესს, აგრეთვე, არჩევნების პირველი და მეორე ტურის მიმდინარეობას.