საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანმა ლევილის ქართველთა სასაფლაო და ლევილის ქართველთა მამული მოინახულა

დავით ზალკალიანმა ლევილის ქართველთა სასაფლაო და ლევილის ქართველთა მამული მოინახულა

2.12.2019 საფრანგეთი- საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში საქარველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალინმა მოინახულა ლევილის ქართველთა სასაფლაო და ლევილის ქართველთა მამული.

მინისტრმა პატივი მიაგო ემიგრაციაში წასული პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის წევრების ხსოვნას და გვირგვინით შეამკო პირველი რესპუბლიკის პრეზიდენტის ნოე ჟორდანიას და საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელის საფლავები.

დავით ზალკალიანმა ასევე მოინახულა ლევილის ქართველთა მამული, სადაც შეხვედრა გამართა საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს ხელმძღვანელთან, პირველი პრეზიდენტის ნოე ჟორდანიას შვილიშვილთან ირენ ციციშვილთან.

მინისტრის განცხადებით, ნიშანდობლივია, რომ  საფრანგეთში ვიზიტი, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობაში მნიშვნელოვან საკითხს - სტრატეგიული დიალოგის ფორმატის დაფუძნებას ეხება, სწორედ ლევილის მამულის მონაწილეობით იწყება, რადგან სწორედ ლევილის მამული არის გამოხატულება ქართულ-ფრანგული ისტორიულად გამორჩეული ურთიერთობის.