საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მიღება გაიმართა

ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით მიღება გაიმართა

14.01.2020 ნიდერლანდები - ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოსა და მასთან არსებული საკვირაო სკოლის ორგანიზებით საელჩოს შენობაში საზეიმო მიღება გაიმართა.
 
მიღებაზე საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ და საკვირაო სკოლის მასწავლებლებმა სიტყვით მიმართეს მოწვეულ სტუმრებს. მათ ღონისძიების მონაწილეებს მიულოცეს შობა-ახალი წელი და ახალი სასწავლო სემესტრის დაწყება.
მიღებას სპეციალური სტუმრის სტატუსით ესწრებოდა ქართული ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ანსამბლი „შარა“, რომელიც დიასპორული ორგანიზაციების „იმედისა“ და „ბაგრატიონის საზოგადოების“ მოწვევით იმყოფება და კონცერტებს მართავს ნიდერლანდების სამეფოში.