ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ურთიერთობები

დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია

დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის  დამყარდა 1992 წლის 17 ივლისს.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები სომხეთის რესპუბლიკაში:

გრიგოლ ბარამიძე (14.05.1995 -  20.02.1998),

ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი  (20.02.1998 - 19.02.2004),

რევაზ გაჩეჩილაძე  (01.02.2005 – 01.02.2009).

გრიგოლ ტაბატაძე (01.07.2009-06.06.2010)

თენგიზ შარმანაშვილი (03,03,2011-2015)

სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:

ლევონ ხაჩატრიანი  (30.01.96  - 13.07.98),

გიორგი ხოსროევი  (13.07.98 - 01.11.05),

ჰრაჩ სილვანიანი     (01.11.05  - დღემდე).

 

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

· რეგულარული პოლიტიკური დიალოგი ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში (საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში სომხეთის რესპუბლიკა მოიხსენიება, როგორც საქართველოს პარტნიორი ქვეყანა).

· თანამშრომლობა ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის,  ტურიზმის და  სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

· სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს ძირითადად განსაზღვრავს  თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. საქართველო-სომხეთ-ირანს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, მიღწეულია პრინციპული შეთანხმება ირანიდან სომხეთის გავლით ელექტროენერგიის მიღებასა და 2007 წლიდან საქართველო-სომხეთის ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან დაკავშირებით. საქართველო და სომხეთი თანამშრომლობენ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და თბოელექტროსადგურების მშენებლობის საკითხებში.

· მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში. ტურიზმის განვითარებას ხელი შეუწყო ახალი სატრანსპორტო მარშრუტების ამოქმედებამაც.

· ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. სომხეთიდან საქართველოს იმპორტის ძირითად მუხლებს შეადგენს: ქიმიური მრეწველობის პროდუქცია, ელექტროენერგია, ლითონის მილები და სხვა ლითონ–კონსტრუქციები, ყავა, მინერალური და გაზიანი წყლები, ცემენტი. სომხეთში საქართველოს ექსპორტის ძირითადი მუხლებია: კვების პროდუქტები, ხორბალი, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მინერალური და ქიმიური სასუქები.

· მნიშვნელოვანია საქართველო-სომხეთის რეგიონული თანამშრომლობა. ორი ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობს ისეთ რეგიონულ ფორუმში, როგორიცაა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC).

 

სავაჭრო ბრუნვა 2000-2006 წლებში  (ათასი აშშ დოლარი):

წელი

ექსპორტი

იმპორტი

სავაჭრო ბრუნვა

2000

13,653.1

13,529.6

27,182.7

2001

12,508.3

10,030.0

22,538.3

2002

20,142.2

9,302.4

29,444.6

2003

30,761.6

11,198.6

41,960.2

2004

54,455.4

26,229.0

80,684.4

2005

39,928.2

39,294.1  

79,222.3

2006

73,6205

               40,3412

113,961.7

 

ინვესტიციები:

წელი

სომხეთის რესპუბლიკიდან განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა (ათას აშშ დოლარებში)

2000

0

2001

0

2002

0

2003

249,8

2004

276,6

2005

395,5

2006(I,II,IIIკვ)

163

 

მნიშვნელოვან ვიზიტები (2004-2006 წ.წ.):

საქართველოდან სომხეთის რესპუბლიკაში განხორციელებული ვიზიტები:

2004 წლის 12-13 მარტი - საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში;

2004 წლის 21-22 ივლისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში.

2005 წლის 11-12 მარტი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში;

2005 წლის 29-30 სექტემბერი - საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში.

2006 წლის 16-17 იანვარი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის სამუშაო ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში.

სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში განხორციელებული ვიზიტები:

2004 წლის 21-24 ოქტომბერი - სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის ვიზიტი საქართველოში;

2004 წლის 26-27 ივლისი - სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ანდრანიკ მარგარიანის ვიზიტი საქართველოში;

2005 წლის 1-2 ივნისი - სომხეთის  რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ანდრანიკ მარგარიანის სამუშაო ვიზიტი თბილისში;

2005 წლის 28-30 აპრილი - სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარის არტურ ბაღდასარიანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში;

2006 წლის 27-28 ივნისი - სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ვართან  ოსკანიანის სამუშაო ვიზიტი საქართველოში.

 

სამართლებრივი ბაზა

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან დღემდე, ხელმოწერილია 88 საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტი, მათ შორის:

ოქმი თანამშრომლობის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის (ხელმოწერილია 17 ივლისი 1992 წ);

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების თაობაზე (ხელმოწერილია 1992 წ. 17 ივლისს);

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის ეროვნულ ბანკსა და სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკს შორის ანგარიშსწორების ორგანიზაციის შესახებ (ხელმოწერილია 1992 წ. 20 ნოემბერს);

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საწარმოო საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 1993 წ. 3 დეკემბერს)  (ვადაგასულია);

ხელშეკრულება საქართველოს რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთუსაფრთხოების შესახებ (ხელმოწერილია 1993 წ. 19 მაისს);

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტსა და სომხეთის რესპუბლიკის საბაჟო სამმართველოს შორის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ (ხელმოწერილია 1993 წ. 19 მაისს); 

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კავშირგაბმულობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 1993 წ. 19 მაისს);

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შესახებ (ხელმოწერილია 1993 წ. 19 მაისს);

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების შრომითი საქმიანობისა და სოციალური დაცვის შესახებ და სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მომუშავე საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეების შრომითი საქმიანობისა და სოციალური დაცვის შესახებ (ხელმოწერილია 1993 წ. 3 დეკემბერს);

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტსა და სომხეთის რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 1993 წ. 19 მაისს);

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტსა და სომხეთის რესპუბლიკის საბაჟო სამმართველოს  შორის ორივე სახელმწიფოს საბაჟო გამშვები პუნქტების გახსნის შესახებ (ხელმოწერილია 1993 წ. 19 მაისს);

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სპორტის დარგში თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 1993 წ. 19 მაისს);

დეკლარაცია საქართველოს რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობების საფუძვლების შესახებ (ხელმოწერილია 1993 წ. 19 მაისს);

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია  1993 წ. 19 მაისს);

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას  შორის მათ ტერიტორიაზე მოქალაქეთა უვიზო გადაადგილების შესახებ (ხელმოწერილია 1993 წ. 19 მაისი);

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ვიზების ურთიერთცნობის შესახებ (ხელმოწერილია  1993 წ.  19 მაისს);

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურული, სამეცნიერო და ჰუმანიტარული თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 1993 წ. 19 მაისს);

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სატრანზიტო გადაზიდვების ძირითადი პრინციპების შესახებ (ხელმოწერილია  1993 წ.  19 მაისს);

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და დედამიწის დისტანციური ზონდირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 1993 წ. 3 დეკემბერს);

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და სერტიფიკაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 1993 წ. 3 დეკემბერს);

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია  1993 წ. 19 მაისს);

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ (ხელმოწერილია 1995 წ. 14 აგვისტოს);

ხელშეკრულება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ (ხელმოწერილია 2001 წ. 23 ოქტომბერს);

შეთანხმება საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს შორის აგროსამრეწველო კომპლექსის სფეროში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 1996 წ. 4-5 ივნისს);

შეთანხმება ძმური კავშირების დამყარების შესახებ ქ. თბილისსა და ქ. ერევანს შორის (ხელმოწერილია  1996 წ. 4-5 ივნისი);

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საფინანსო-სამრეწველო ჯგუფების შექმნის ძირითადი პრინციპების შესახებ (ხელმოწერილია 1996 წ. 4-5 ივნისს);

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ (ხელმოწერილია 1996 წ. 4-5 ივნისს); 

ხელშეკრულება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების შესახებ (ხელმოწერილია 1996 წ.  4-5 ივნისს);

ხელშეკრულება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სასჯელის მოსახდელად პირთა გადაცემის შესახებ (ხელმოწერილია 1996 წ 4-5 ივნისს); 

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საწარმოო კოოპერაციის შესახებ (ხელმოწერილია 1996წ.  4-5 ივნისს);

შეთანხმება სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის მიცემული სახელმწიფო კრედიტით წარმოქმნილი საქართველოს მთავრობის დავალიანების რესტრუქურების შესახებ (ხელმოწერილია 1996 წ.  4-5 ივნისს);

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სარკინიგზო ტრანსპორტის კოორდინაციის საქმიანობის შესახებ (ხელმოწერილია 1993 წ. 19 მაისს);

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგადასახადო კანონმდებლობის გათვალისწინების საკითხებზე თანამშრომლობასა და ურთიერთდახმარების შესახებ (ხელმოწერილია 1997 წ. 14 იანვარს);

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევებთან ბრძოლის სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 1997 წ 14 იანვარს);

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1992 წლის სავალო ვალდებულებების მოწესრიგების წესისა და მოთხოვნების შესახებ (ხელმოწერილია 1993 წ. 19 მაისი);

ხელშეკრულება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის   გადაცემის შასახებ (ხელმოწერილია 1997 წ. 3 მაისს);

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ  (ხელმოწერილია 1997 წ. 2-3 მაისს);

შეთანხმება საქართელოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკოლოგიურად სუფთა ავტომატიზირებული სპეციალური ტრანსპორტისა და მისი ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ  (ხელმოწერილია 1997 წ. 2-3 მაისს);

დეკლარაცია საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესახებ (ხელმოწერილია 1998 წ. 20 ნოემბერს);

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ბუნებრივი და ტექნოლოგიური ხასიათის საგანგებო სიტუაციათა თავიდან აცილებისა და მათ შედეგების ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 1997 წ. 2-3 მაისს);

შეთანხმება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სომხეთის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკს შორის ქართული ლარისა და სომხური დარმის ურთიერთკონვერტირებადობისა და კურსთა სტაბილიზაციის  უზრუნველყოფის შესახებ (ხელმოწერილია 1997 წ. 2-3 მაისს);

განზრახვათა მემორანდუმი საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის კავშირგაბმულობის სამინისტროს შორის (ხელმოწერილია 1997 წ. 2-3 მაისს);

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის  მთავრობას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 1997 წ. 2-3 მაისს);

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ (ხელმოწერილია 1997 წლის 2-3 მაისს);

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საკონსულო კონვენცია (ხელმოწერილია 1997 წლის 2-3 მაისს);

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო თანამშრომლობის ოქმი (ხელმოწერილია 1997 წ.  2-3 მაისს);

შეთანხმება საქართველოს საარქივო სახელმწიფო დეპარტამენტსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასთან არსებულ საარქივო საქმის სამმართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 1997 წ. 18 ნოემბერს);

შეთანხმება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის შემოსავალსა და ქონებაზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ (ხელმოწერილია 1997 წ. 18 ნოემბერს);

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციათა მოლაპარაკებების ოქმი (ხელმოწერილია 1997 წ. 18-19 ნოემბერს);

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 1997 წ. 2-3 მაისს);

საქართველოს და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივი განცხადება (ხელმოწერილია 1998 წ. 19 აგვისტოს);

შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამრეწველო საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 1998 წ. 26 სექტემბერს);

შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის გეოდეზიის, კარტოგრაფიისა და გეოინფორმატიკის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 1998 წ. 26 სექტემბერს);

შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქონლის (სამუშაოს, მომსახურების) ექსპორტისას და იმპორტისას ირიბი გადასახადების ამოღების პრინციპების შესახებ (ხელმოწერილია 1998 წ. 26 სექტემბერს);

ოქმი საქართველოს სახელმწიფო მინისტრსა და სომხეთის პრემიერ მინისტრს შორის მოლაპარაკებების შედეგების შესახებ (ხელმოწერილია 1998 წ. 26 სექტემბერს);

კომუნიკე საქართველოს სახელმწიფო მინისტრსა და სომხეთის პრემიერ მინისტრს შორის მოლაპარაკებების შედეგების შესახებ (ხელმოწერილია 1998 წ. 26 სექტემბერს);

შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უმაღლესი კვალიფიკაციის სანეცნიერო და სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების ატესტაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 1998 წ. 20 ნოემბერს);

დეკლარაცია საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების შესახებ (ხელმოწერილია   1998 წ. 20 ნოემბერს);

ხელშეკრულება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დანაშაულის ჩამდენ პირთა  გადაცემის შესახებ (ხელმოწერილია 1996 წ.);

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის    რესპუბლიკის მთავრობას შორის თურქმენეთის ბუნებრივი გაზის საქართველოს გაზსადენის სისტემით ტრანზიტის შესახებ (ხელმოწერილია 1995 წ. 14 აგვისტოს);

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ჩრდილო კავკასია-ამიერკავკასიის გაზზსადენით შემოსული გაზის განაწილების შესახებ (ხელმოწერილია 1992 წ. 7 ოქტომბერს);

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის დელმიტაციისა და დემარკაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ოქმი (ხელმოწერილია 1998 წ. 17 დეკემბერს);

შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის  იუსტიციის სამინისტროს შორის სამართლებრივი ექსპერტიზის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 2001 წ. 23 ოქომბერს);

შეთანხმება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 2001 წ.  23 ოქომბერს);

შეთანხმება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 1999 წ. 30 ივლისს);

ოქმი საქართველოსა და სომხეთის ორმხრივი სამთავრობათშორისი  კომისიის პირველი სხდომის ოქმი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 1998 წლის 20 ნოემბერს);

ოქმი საქართველოს სახელმწიფო მინისტრსა და სომხეთის პრემიერ მინისტრს შორის მოლაპარაკებების შედეგების შესახებ (ხელმოწერილია 1998 წ.  26 სექტემბერს);

ხელშეკრულება საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთუსაფრთხოების შესახებ (ხელმოწერილია 2001 წ. 23 ოქტომბერს);

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის საბაჟო საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის  საფუძვლების შესახებ (ხელმოწერილია 1993 წ. 24 ივნისს);

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკას საბაჟო კომიტეტსა და  და სომხეთის რესპუბლიკის საბაჟო სამმართველოს შორის საბაჟო საქმიანობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 1993 წ. 15 ივნისს);

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სომხეთის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს მთავრობის დავალიანების რესტრუქტურიზაციის შესახებ (ხელმოწერილია 2002 წ. თებერვალს);  

შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლის შესახებ (ხელმოწერილია 2002 წ. 11 თებერვალს);

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტების ერთლობლივი განცხადება (ხელმოწერილია 2000 წ. 28 მარტს);

შეთანხმება ტრანზიტული ტვირთების საბაჟო გაფორმების შესახებ (ხელმოწერილია 1993 წ.  15 ივნისს);

კომუნიკე საქართველოს სახელმწიფო მინისტრის გიორგი არსენიშვილისა და სომხეთის პრემიერ მინისტრის ანდრანიკა მარგანიანის  შეხვედრის შედეგების თაობაზე (ხელმოწერილია 2001 წ. 17 თებერვალს);

ოქმი საქართველოსა და სომხეთის ორმხრივი სამთავრობათშორისი  კომისიის მეორე სხდომის ოქმი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 2001 წ. 29 ივნისს);

შეთანხმება საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ინფორმაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 2003 წ. 27 ივნისს);

სომხეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სფეროებში 2003-2005 წლებში თანამშრომლობის პროგრამა (ხელმოწერილია 2003 წ. 27 ივნისს);  

ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ ქართულ-სომხური  სამთავრობოთშორისო კომისიის დებულება (ხელმოწერილია 2004 წ. 26 ივლისს);

ქართულ-სომხური სამთავრობოთშორისო კომისიის მესამე სხდომის ოქმი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ (ხელმოწერილია 2004 წ. 26 ივლისს);

შეთანხმება საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის დამნაშავეობასთან ბრძოლის სფეროში (ხელმოწერილია 1993 წ. 11 მაისს);

შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სომხეთის რესპუბლიკის მიმართ საქართველოს ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ (ხელმოწერილია 2005 წ. 29 სექტემბერს);

ოქმი საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ 1997 წლის 3 მაისს ქ. ერევანში ხელმოწერილ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ (ხელმოწერილია 2005 წ.  29 სექტემბერს);

საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მეოთხე სხდომის ოქმი. ხელმოწერილია (ხელმოწერილია 2005 წ.  29 სექტემბერს);

მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოს ტეროიტორიის გავლით სომხეთში საკვები პროდუქტების ტრანზიტის შესახებ (ხელმოწერილია 1995 წ.  26 სექტემბერს);

საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება (ხელმოწერილია 2006 წ. 25 აპრილს);

საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებების გატაცების წინააღმდეგ ბრძოლისა და მათი დაბრუნების უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმება (ხელმოწერილია 2006 წ.27 ივნისს);

საქართველო-სომხეთის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის მეხუთე სხდომის ოქმი (ხელმოწერილია 2006 წ. 7-10 ივლისს).

ბმული:

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო  http://www.armeniaforeignministry.am

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ