ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 21.03.2017
 

20.03.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ შეხვედრა გამართა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან იბრაჰიმ რაჰიმფურთან (Ibrahim Rahimpour).

განთავსების თარიღი: 21.03.2017
 

20.03.2017 თბილისი - ​საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, დავით ზალკალიანსა და აშშ-ის კვლევითი ორგანიზაციის „ატლანტიკური საბჭო"-ს დინუ პატრიციუს ევრაზიის ცენტრის დირექტორს, ელჩ ჯონ ჰერბსტს შორის. 

განთავსების თარიღი: 21.03.2017
 

20.03.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს ღრმა მწუხარებას 18 მარტს პერუს რესპუბლიკაში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო, რომელსაც ამ დროის მონაცემებით  75 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 1000-მდე ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს მომხდართან დაკავშირებით და თანაგრძნობას უცხადებს პერუს მთავრობასა და დაღუპულთა ოჯახებს.  

განთავსების თარიღი: 21.03.2017
 

20.03.2017 ვაშინგტონი -  საქართვეოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება, სადაც 2017 წლის 22 მარტს მონაწილეობას მიიღებს  "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრი ქვეყნების შეხვედრაში, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება. 

განთავსების თარიღი: 21.03.2017
 

 

19.03.2017, თბილისი - სამი წლის წინ რუსეთის შეიარაღებული ძალების ზეწოლით ყირიმში ჩატარდა ე.წ. რეფერენდუმი, რასაც მოჰყვა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკისა და ქალაქი სევასტოპოლის უკანონო ოკუპაცია და ანექსია რუსეთის ფედერაციის მიერ. ამით სრულად იქნა უგულებელყოფილი უკრაინის კანონმდებლობა და კონსტიტუცია ისევე, როგორც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმები და პრინციპები.


 

განთავსების თარიღი: 21.03.2017
 

17.03.2017 თბილისი - ​ირლანდიის ეროვნულ დღესასწაულთან, წმინდა პატრიკის დღესთან დაკავშირებით დღეს თბილისის ანძა მწვანედ განათდა.

განთავსების თარიღი: 21.03.2017
 

17.03.2017 თბილისი - მიხეილ ჯანელიძე - ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი ტექნიკური და ფინანსური დახმარება იზრდება, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპასთან ინტეგრაციისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიების გაერთიანებული სხდომის შემდეგ, რომელსაც პრემიერ -მინისტრი ხელმძღვანელობდა, ჟურნალისტებს განუცხადა. 

განთავსების თარიღი: 21.03.2017
 

17.03.2017 თბილისი - უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პიტერ სიიარტოს განცხადებით, უნგრეთი დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოსთან განათლების სფეროში თანამშრომლობას, რის ფარგლებშიც ყოველწლიურად ქართველი სტუდენტებისთვის ორმოცდაათამდე სტიპენდიას გამოყოფს უნგრეთში უმაღლესი განათლების მისაღებად. „იმედი გვაქვს,  ქართველი ახალგაზრდები ამით ისარგებლებენ და შემდგომში ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების პოპულარიზაციას შეუწყობენ ხელს," -განაცხადა პიტერ სიიარტომ.  

განთავსების თარიღი: 21.03.2017
 

17.03.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო ცენტრალური ევრაზიის ლიდერთა ალიანსის (CELA) რეგიონულ კონფერენციაში „ინოვაციების როლი XXI საუკუნის საქართველოში".  

განთავსების თარიღი: 21.03.2017
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ