ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

24.04.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ დღეს ესტონელ კოლეგას სვენ მიკსერს საგარეო საქმეთა სამინისტროში უმასპინძლა, სადაც გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის დასრულების შემდგომ მინისტრების ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა.

განთავსების თარიღი: 24.04.2017
 

24.04.2017 ქ.სეული - 24 აპრილს, საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს, ჰვანგ კიო-ანს რწმუნებათა სიგელები გადასცა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის საზეიმო ცერემონია ქ. სეულში, პრეზიდენტის სასახლეში, ე.წ. ლურჯ სახლში გაიმართა. 

განთავსების თარიღი: 24.04.2017
 

20 აპრილს, პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში გაიმართა ქართველი უსინათლო მხატვრის გიორგი ქობელაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა საზღვარგარეთ, რომელიც ისევე, როგორც მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილი სხვა კულტურული ღონისძიებები, საქართველო-პოლონეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლის იუბილეს მიეძღვნა. 

განთავსების თარიღი: 24.04.2017
 

22.04.2017 თბილისი - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი  საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს ეწვია. მინისტრი ადგილზე გაეცნო მავთულხლართების შედეგად შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას. 

განთავსების თარიღი: 24.04.2017
 

თურქეთის ქ. ინეგოლის მუნიციპალურ თეატრში გაიმართა „დედა ენის" დღისადმი მიძღვნილი მე-4 კონფერენცია, რომელიც ასევე მიეძღვნა საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავს. 

განთავსების თარიღი: 24.04.2017
 

21.04.2017 თბილისი - თბილისის საკრებულოს შენობაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველო-გერმანიის წელი საზეიმოდ გახსნა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.   

განთავსების თარიღი: 24.04.2017
 

21.04.2017 თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრის შემდგომ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე საქართველოსა და უკრაინის ევროპულ მისწრაფებებსა და ამ მიმართულებით ხელშესახებ შედეგებზე ისაუბრა.  

განთავსების თარიღი: 24.04.2017
 

21.04.2017 თბილისი - ​„საქართველოს უკრაინასთან განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს, როგორც მოგეხსენებათ, რაც, გარდა მჭიდრო და მეტად მეგობრული ხალხთაშორისი ურთიერთობებისა, დაფუძნებულია ჩვენს საერთო ინტერესებზე და სწრაფვაზე, ვიყოთ თავისუფალი სამყაროს სრულფასოვანი ნაწილი" - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ უკრაინელ კოლეგასთან პავლო კლიმკინთან ერთად გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.  

განთავსების თარიღი: 24.04.2017
 

21.04.2017 თბილისი - ​საქართველოში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პავლო კლიმკინის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და უკრაინას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით, ხელი მოეწერა ერთობლივ დეკლარაციას. 

განთავსების თარიღი: 24.04.2017
 

21.04.2017 თბილისი - ​2017 წლის 21 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან პავლო კლიმკინთან. 

განთავსების თარიღი: 24.04.2017
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ