ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ერევანში საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს

 

ერევანში საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს

სომხეთის დედაქალაქში საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. სომხეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით ქართული ანბანის ექსპოზიცია სახელწოდებით  „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" და ბიბლიოთეკაში დაცული ქართული წიგნების გამოფენა მოეწყო.

მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი საგანელიძემ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შავარშ ქოჩარიანს განსაკუთრებული მადლობა იუნესკოს არამატერიალური კულტურის ძეგლთა სიაში ქართული ანბანის შეყვანის მხარდაჭერისთვის გადაუხადა.

ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს ქართულ ღვინით და ქართული ანბანით გაფორმებული ტკბილეულით გაუმასპინძლდნენ.

აღსანიშნავია, რომ გამოფენის დამთვალიერებლებს შორის იყვნენ სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები და მხითარ სებასტაცის საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც ქართულ ენას სწავლობენ.

ღონისძიებას სომხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, სომხეთის კულტურისა და განათლების სფეროს და ქართული სათვისტომოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ