ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სომხეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოსა და სომხეთის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა

 

სომხეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და საქართველოსა და სომხეთის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე აღინიშნა

26 მაისს სომხეთის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელ სიტყვით მიმართეს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა და სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარემ, რომელმაც ქართველ ხალხს მიულოცა ეს მნიშვნელოვანი დღე და ხაზი გაუსვა ქართულ-სომხური თანამშრომლობის გაღრმავებისა და განვითარების აუცილებლობას. 

ოფიციალურ მიღებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლის წევრებმა შეასრულეს ქართული ცეკვები და სიმღერები. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო მინანქარში შესრულებული საიუველირო ნამუშევრების გამოფენა. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სომხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, მთავრობის, ეროვნული კრების, პოლიტიკური პარტიების, სომხური სამოციქულო ეკლესიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მასმედიის, ანალიტიკური ცენტრების, მეცნიერებისა და კულტურის, ასევე ქართული სათვისტომო „ივერიისა" და საერთაშორისო კლუბ "თბილისელების" წარმომადგენლები.

გარდა ამისა, 25 მაისს, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ჰაკობ პარონიანის სახელობის მუსიკისა და კომედიის თეატრში გაიმართა კონცერტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანსამbლ „უნივერსიტეტის" მონაწილეობით. ღონისძიებას დაესწრნენ სომხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებისა და სომხეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები. ასევე ქვეყნის კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ქართული სათვისტომოს წევრები და სტუდენტები. 

 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ