ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მიხეილ ჯანელიძე სომხეთის ეროვნული კრების პრეზიდენტს შეხვდა

 

მიხეილ ჯანელიძე სომხეთის ეროვნული კრების პრეზიდენტს შეხვდა

26.09.2017 თბილისი - საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ საგარეო უწყებაში მიიღო სომხეთის ეროვნული კრების პრეზიდენტი, არა ბაბლოიანი და ეროვნული კრების წევრები. 

შეხვედრაზე მხარეებმა ვრცლად მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები.

კმაყოფილებით აღინიშნა საქართველო-სომხეთის მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობები და უახლოესი ისტორიის პოზიტიური დინამიკა - ხაზი გაესვა 2017 წელს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს.

სომხეთის ეროვნული კრების წარმომადგენლებმა აღნიშნეს ქ. თბილისში წარმატებული ვიზიტი.

ხაზგასმული იყო მრავალ სფეროში ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა. მათ შორის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობები.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კმაყოფილებით აღნიშნა ასევე  ორი ქვეყნის აღმასრულებელი სტრუქტურების აქტიური თანამშრომლობა, ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის, ენერგეტიკის, ტურიზმის, განათლებისა და კულტურის სფეროებში აქტიურ კონტაქტებზე.

პოზიტიურად შეფასდა ხალხთა შორისი ურთიერთობები, განსაკუთრებით ახალგაზრდა მოსწავლეთა შორის კონტაქტების გაფართოება და ურთიერთგაცვლის პროგრამების გააქტიურება. 

შეხვედრაზე მიმოხილულ იქნა რეგიონალური საკითხები, ხაზი გაესვა რეგიონალური განვითარებისთვის სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობას.

სომხეთის დელეგაციამ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

ვიზიტის ფარგლებში, სომხეთის დელეგაციამ გამართა ასევე შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს პატრიარქთან. 

 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ