ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

 

საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

18.10.2017 ქ. ერევანი - 2017 წლის 18 ოქტომბერს, ქ. ერევანში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები.
 
საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  დავით დონდუა, სომხეთის მხრიდან - საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შავარშ ქოჩარიანი.
 
მხარეებმა დეტალურად განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრი. კმაყოფილებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის აქტიური პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთქმედება. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მაღალი დონის ვიზიტების ინტენსიურ დინამიკასა და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.
 
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონსა და გლობალურად მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენები.
 
კონსულტაციების ფარგლებში შედგა ორმხრივი საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის ინვენტარიზაცია.
 
მხარეები შეთანხმდნენ, რომ კონსულტაციების შემდეგი რაუნდი გაიმართება საქართველოში 2018 წელს. 

 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ