ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

დავით ზალკალიანი საქართველოში სომხეთის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

 

დავით ზალკალიანი საქართველოში სომხეთის ახლადდანიშნულ ელჩს შეხვდა

2017 წლის 29 ნოემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა მიიღო სომხეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნული ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი.

შეხვედრის დაწყებამდე სომხეთის ელჩმა მინისტრის პირველ მოადგილეს გადასცა რწმუნებათა სიგელის ასლი.

შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველოსა და სომხეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების, სამართლებრივი ბაზის სრულყოფის და ხალხთა შორისი კავშირების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს, რომ წელს საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი აღინიშნება და  ამ თარიღთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრებმა უკვე გაცვალეს მისალოცი წერილები.

დავით ზალკალიანმა მიულოცა რუდენ სადოიანს საქართველოში  ელჩის თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატებები უსურვა  მომავალ საქმიანობაში. იმავე დღეს სომხეთის ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა საქართველოს პრეზიდენტს.

 

 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ