ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მიხეილ ჯანელიძე: პატრიარქს მინდა ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჩვენი ქვეყნის სულიერ სათავეში დიდხანს ყოფნა

 

მიხეილ ჯანელიძე: პატრიარქს მინდა ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჩვენი ქვეყნის სულიერ სათავეში დიდხანს ყოფნა

25.12.2017 ქ. თბილისი - ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა  მიხეილ ჯანელიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია II-ს აღსაყდრებიდან 40 წლისთავი მიულოცა.  

„ურთულესი 40 წელი იყო ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და სწორედ რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მისი სულიერი წინამძღვრობით ჩვენ შევძელით და ჩვენმა ქვეყანამ შეძლო , რომ დღეს ფეხზე დგას.  ჩვენ ვძლიერდებით,  ჩვენ  აუცილებლად მივაღწევთ დიდ წარმატებებს, სწორედ რომ იმ ქადაგებით და იმ ლოცვა-კურთხევით, რომელიც პატრიარქიდან აქვს ჩვენს ქვეყანას. მე ვუსურვებ მას დიდხანს სიცოცხლეს და დიდხანს ჩვენი ქვეყნის სულიერ სათავეში ყოფნას-განუცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს სვეტიცხოველში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ.

მიხეილ ჯანელიძე დღეს სვეტიცხოველში საზეიმო წირვას პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად დაესწრო. 

 

 
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ