ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

2009 წლის 23 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა მიიღო საქართველოში ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. ერევანში) ვაჰიდ ელ-დინ ისმაილ გალალი.

განთავსების თარიღი: 28.12.2009
 

2009 წლის 22 დეკემბერს გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს ჯონ ბასს შორის.

განთავსების თარიღი: 28.12.2009
 

2009 წლის 22 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დროებით საქმეთა რწმუნებულს კარენ მორანს შორის.

განთავსების თარიღი: 28.12.2009
 

2009 წლის 21 დეკემბერს ქ. თბილისში ჩატარდა საქართველო-ჩინეთის პოლიტიკური კონსულტაციები.

განთავსების თარიღი: 28.12.2009
 

2009 წლის 21 დეკემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ერიკ ფურნიეს შორის.

განთავსების თარიღი: 28.12.2009
 

მოგესალმებით. მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს უმეტესი ქვეყანა უკვე გადასულია საშობაო რეჟიმზე და ნაკლები დატვირთვით მუშაობს, ჩვენ განვაგრძობთ საკმაოდ აქტიურ საქმიანობას ჩვენთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს კონსულტაციები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებთან. ასევე, გრძელდება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტები საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ სხვადასხვა სახელმწიფოს დედაქალაქებში.

განთავსების თარიღი: 28.12.2009
 

2009 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა შეხვედრა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ახლადდანიშნულ წარმომადგენელს ჯეიმი მაკგოლდრიკს შორის.

განთავსების თარიღი: 28.12.2009
 

2009 წლის 16 დეკემბერს, ქ. ბრიუსელში გაიმართა საქართველო-ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე დიალოგის (Human Rights Dialogue) მეორე რაუნდი. შეხვედრა ღია და კონსტრუქციულ გარემოში ჩატარდა. განხილულ იქნა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში შესაბამის საკითხთა ფართო სპექტრი, ისევე როგორც, აღნიშნული მიმართულებით საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავების გზები. ევროპულმა მხარემ ცნობად მიიღო საქართველოს მიერ განხორციელებული ძალისხმევა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში შემდგომი პროგრესის მიღწევის თვალსაზრისით.

განთავსების თარიღი: 28.12.2009
 

2009 წლის 16 დეკემბერს გამართულ პრეს-ბრიფინგზე შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენელი გამოეხმაურა ნაურუს რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკების აღიარებას. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნაურუს მიერ აღიარება ვერ შეუწყობს ხელს ორივე სეპარატისტულ რეგიონში დე ფაქტო ხელისუფლებების ლეგიტიმურობის დამყარებასა და განმტკიცებას.

განთავსების თარიღი: 28.12.2009
 

2009 წლის 16 დეკემბერს, ქ. თბილისში საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა ნოტების გაცვლის ცერემონია, "აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შესახებ სასესხო ხელშეკრულებასთან" დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძესა და საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩს მასაიოში კამოჰარას შორის.

განთავსების თარიღი: 28.12.2009
 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ