საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის მომავალი შესაძლებლობების ქვე-კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

2022 წლის 28 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, თეიმურაზ ჯანჯალიამ შეხვედრა გამართა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის მომავალი შესაძლებლობების ქვე-კომიტეტის დელეგაციასთან.

შეხვედრაზე განხილულ იქნა ევროკავშირთან საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტული საკითხები, ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.
ნატოს საპარლამენტო დელეგაციის მხრიდან განსაკუთრებულად აღინიშნა საქართველოსთან თანამშრომლობის მაღალი დონე და ინტენსივობა და გამოითქვა მზადყოფნა აღნიშნული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების თაობაზე.

NE5A3471-tt.jpgNE5A3472-tt.jpgNE5A3475-tt.jpg

NE5A3481-tt.jpg NE5A3423-tt.jpg
NE5A3435-tt.jpg  NE5A3455-tt.jpg