საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ლაშა დარსალიას ვიზიტი ნატო-ს შტაბ ბინაში

022 წლის 23 მაისს, ნატო-ს შტაბ-ბინაში მუდმივი წარმომადგენლების მოადგილეების დონეზე გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ლაშა დარსალიას მონაწილეობით. შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ წარდგენილ იქნა საქართველოს 2022 წლის წლიური ეროვნული პროგრამის დოკუმენტი.

შეხვედრაზე მოკავშირეების მხრიდან პოზიტიურად იქნა შეფასებული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების თვალსაზრისით და კიდევ ერთხელ გამოიხატა მხარდაჭერა საქართველოს  ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. 

სხდომაზე ასევე ისაუბრეს ნატო-საქართველოს თანამშორმლობის განვითარების გზებზე, განიხილეს უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობა. 

ალიანსის მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, გამოიხატა მზაობა, გაგრძელდეს საქართველოს პრაქტიკული დახმარება, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის ფარგლებში მიმდინარე პროექტების იმპლემენტაციის კუთხით, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.

ალიანსის წევრებმა ერთხმად დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა და მადლიერება გამოხატეს ქვეყნის მიერ ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში შეტანილი ღირებული წვლილისთვის. 

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის ლაშა დარსალიას ნატო-ს            შტაბ-ბინაში ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ალიანსის გენერალური მდივნის თანაშემწესთან თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმარების საკითხებში პატრიკ ტერნერთან და კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ხავიერ კოლომინასთან.