საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2021 – 2027 წლების ასოცირების დღის წესრიგის ტექსტი შეთანხმდა

დასრულდა მოლაპარაკებები და ევროკავშირის შესაბამისი პროცედურა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების 2021 – 2027 წლების დღის წესრიგის ტექსტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს მოკლევადიან და გრძელვადიან თანამშრომლობის პრიორიტეტებს.

ასოცირების დღის წესრიგის შეთანხმებული ტექსტის საბოლოო დამტკიცება მოხდება  საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ფარგლებში გათვალისწინებული წერილობითი პროცედურის შესაბამისად   (Written Procedure).
ასოცირების დღის წესრიგის შეთანხმებული ტექსტის ინგლისური და ქართული ვერსიები ხელმისაწვდომია საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ ბმულზე