საქართველოს საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
საელჩოს სტრუქტურა
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
e-Visa
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა
მიგრანტთა დაბრუნების სარეინტეგრაციო პროგრამები
მისამართი და მიღების საათები
ორმხრივი ურთიერთობები
ორმხრივი ურთიერთობების ისტორია
თანამშრომლის სფეროები
სამართლებლივი ბაზა
მნიშვნელონავი ვიზიტები
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
CoVID 19
საქართველოს საზღვრის კვეთა
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-5 თემატური ჯგუფის სხდომა
2022 წლის 9 ივნისს, ქ. ბრიუსელში გამართულ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი თანამშრომლობის ქვეკომიტეტის მე-5 თემატური ჯგუფის შეხვედრაზე, ევროკავშირის მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს პროგრესი ასოცირების შეთანხმების და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით, სოფლის მეურნეობის, რეგიონალური განვითარების, საზღვრისპირა თანამშრომლობის, საზღვაო მმართველობისა და თევზჭერის პოლიტიკის მიმართულებით.
შეხვედრაზე განსაკუთრებით მაღალი შეფასება მიეცა იმერეთის რეგიონის „ჭკვიანი სპეციალიზაციის“ სტრატეგიის შემუშავების პროცესში მიღწეულ პროგრესს და აღინიშნა ქართული მხარის განსაკუთრებული ძალისხმევა და მზაობა ამ პროცესში. ასევე, ხაზი გაესვა სანიტარული და ფიტოსანიტარული სტანდარტების წარმატებით დანერგვას, ევროკავშირის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის კუთხით გაწეულ ძალისხმევას და გასულ წელს მიღწეულ შეთანხმებას, საქართველოში წარმოებული ლოკოკინებისთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით. ასევე, აღინიშნა შავ ზღვაში თევზჭერის სტრატეგიის განვითარების მიმართულებით გაწეული ძალისხმევა და ქართული მხარის მზაობა 2023 წელს შავი ზღვის მაღალი დონის კონფერენციის მასპინძლობასთან დაკავშირებით.
სხდომაზე ევროკავშირის მხარემ გამოხატა მადლიერება ქართული მხარის მიმართ ევროკავშირის სპეციალური კითხვარის უპრეცენდენტოდ მოკლე ვადებში შევსებისა და ევროკომისიისათვის მიწოდებისათვის.
სხდომას ქართული მხრიდან თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციისა და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი დავით ბუჯიაშვილი, ხოლო ევროკავშირის მხრიდან - ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მწვანე ტრანზიციის სამმართველოს ხელმძღვანელი ანნა სტრზასკა.
ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ საგარეო საქმეთა სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები, ხოლო ევროკავშირის მხრიდან, - ევროკომისიის, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურისა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი