2023 წლის 14 მარტს გაიმართა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წწ. სამოქმედო გეგმის მმართველი კომიტეტის შეხვედრა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა. შეხვედრა გახსნეს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ და ევროპის საბჭოს პროგრამების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელმა, კლაუს ნეუკირხმა.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების მიმოხილვა და მიღწეული შედეგების შეჯამება, ასევე, განხილულ იქნა მომავალ სამოქმედო გეგმის პროექტებისთვის გასათვალისწინებელი საკითხები.
ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტები, რომლებიც ქართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად შემუშავდა მიზნად ისახავს ქვეყანაში ევროპი საბჭოს ფასეულობების: ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის და დემოკრატიის განმტკიცებას, ხელს უწყობს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას, კანონმდებლობისა და სახელმწიფო ინსტიტუტების ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას. სამოქმედო გეგმა ასევე ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელებას.