Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

2023 წლის 18 ივლისს საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ბ-ნი ზაზა ვაშაყმაძე ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა სომხეთის რესპუბლიკას

2023 წლის 18 ივლისს საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ბ-ნი ზაზა ვაშაყმაძე ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა სომხეთის რესპუბლიკას და გამართა შეხვედრები პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან ბ-ნ არტაშეს თუმანიანთან და ყოველთა სომეხთა უზენაეს პატრიარქთან და კათალიკოსთან, მის უწმინდესობა გარეგინ II-სთან.
 
საქართველოს დელეგაციაში წარმოდგენილი იყვნენ სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ანალიტიკოსი, ბ-ნი გიორგი პატაშური და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის იურისტი ალექსანდრე შეყილაძე. შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დოქტორი გიორგი შარვაშიძე.
 
მხარეებმა განიხილეს სომხეთში ქართულ თემთან და საქართველოში სომხურ თემთან დაკავშირებული საკითხები.