2024 წლის 10 ივნისს, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა.
2024 წლის 10 ივნისს, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვაჰაგნ ხაჩატურიანს შეხვდა. პრეზიდენტმა ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ელჩს პირადად მიულოცა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მანვე გიორგი შარვაშიძეს ტავუშის და ლორეს რეგიონებში სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის პროცესში საქართველოს მიერ აღმოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
განსახილველ საკითხებს შორის იყო ორი ქვეყნის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. როგორც გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, წელს საქართველომ და სომხეთმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ, რომელმაც ახალ ეტაპზე გადაიყვანა საქართველოსა და სომხეთის საუკუნოვანი მეგობრობა. მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს 4 ივნისს, ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალი/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუციის მხარდაჭერისათვის.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისაკენ ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას.