საქართველოს საელჩომ სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.
საქართველოს საელჩომ სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სომხეთის მთავრობის, პარლამენტის წარმომადგენლები, სომხეთში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, ბიზნესის, კულტურის, აკადემიური წრეების, ქართული დიასპორის წარმომადგენლები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ და მთავარმა სტუმარმა სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა.
სტუმრებმა ქართული კერძები და სასმელები დააგემოვნეს, მათ გაიარეს ასევე ხინკლის შეხვევის მასტერკლასი და ქართული ანსამბლ „ალილოს“ შესრულებით მოუსმინეს ქართულ სიმღერებს.