Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

2024 წლის 31 ივლისს, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე ლორეს რეგიონში, COAF SMART Centre-ში, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს და სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ, საზაფხულო საგანმანათლებლო-კულტურული და ახალგაზრდული საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრას და პანელურ დისკუსიას დაესწრო.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ტარიელ გუგავა, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე არტურ მარტიროსიანი, სომხეთის ლორეს რეგიონის გუბერნატორი არამ ღაზარიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშოტ სმბატიანი, ასევე ორივე ქვეყნის ახალგაზრდა აქტივისტები და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები. 
პანელური დისკუსიის ფარგლებში სომხეთისა და საქართველოს მინისტრების მოადგილეებმა, ასევე სხვა მონაწილეებმა ისაუბრეს თავიანთ ქვეყნებში ახალგაზრდობის სფეროში არსებულ  სახელმწიფო პროგრამებზე, პრობლემებზე და მათი მოგვარების გზებზე.