გიორგი შარვაშიძემ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა
დედაენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში 2024 წლის 16 აპრილს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ქართული ენის ცენტრში წაიკითხა ლექცია სახელწოდებით „სახელმწიფო ენა და იმპერიის ენობრივი პოლიტიკა“.
ლექციას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის რექტორი ჰოვჰანნეს ჰოვჰანნესიანი, ისტორიის ფაკულტეტის დეკანი მხითარ გაბრიელიანი, მეზობელი ქვეყნების ისტორიის კათედრის გამგე ედუარდ ზოჰრაბიანი, პროფესორები, ლექტორები და სტუდენტები. ლექციის შემდეგ სტუდენტებმა წაიკითხეს მუხრან მაჭავარიანის და სხვა ქართველი პოეტების ლექსები.