საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“.
2026 წლის 22 მაისს, საქართველოს საელჩოში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო მრგვალი მაგიდის ფორმატის დისკუსიაში თემაზე - „დაკავშირებადობის გაძლიერება და ეკონომიკური უსაფრთხოება“.
2026 წლის 5 მაისს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ "ერევნის დიალოგის" ფარგლებში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში - "სამხრეთ კავკასია გარდამტეხ მომენტში: მშვიდობისა და თანამშრომლობის პერსპექტივები."
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“. კონკურსის მიზანია ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ: - საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ დიასპორულ ორგანიზაციებს; - ქართულ საკვირაო სკოლებს; - საზღვარგარეთ მოქმედ არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც საქმიანობენ ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციის მიმართულებით; - სულ მცირე ბოლო ერთი წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი ექვსი თვის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეებს. დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა წარმოადგინონ: - შევსებული განაცხადის ფორმა; - განმცხადებლის საქართველოს მოქალაქის მოქმედი პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი; - ადგილსამყოფელ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი; - პროექტის დეტალური აღწერა; - ბიუჯეტი. პროექტების შეფასებისას უპირატესობა მიენიჭება შემდეგ კრიტერიუმებს: - დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობის ხარისხი; - პროექტის მოსალოდნელი შედეგი; - პროექტში მოსწავლეთა ჩართულობის დონე; - ინოვაციურობა და მდგრადობა; - განხორციელებადობა და ბიუჯეტის გამართულობა. განაცხადი მიიღება 2026 წლის 14 მაისის ჩათვლით, ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2026 წლის 26 მაისს. საგრანტო კონკურსის „ჩემი ენა ქართული“ - დანართები: - პროგრამის აღწერა; - განაცხადის ფორმა; - ხარჯთაღრიცხვის ფორმა. დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: ელ-ფოსტა: [email protected] ტელეფონი: (+995 32) 2 94 50 00
ქრისტე აღდგა