Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქართული დიასპორა

სომხეთის რესპუბლიკაში, ქ. ერევანში, 1997 წელს დაარსდა ქართული სათვისტომო „ივერია“ (დამაარსებელი - აკადემიკოსი, თინათინ ასათიანი). სათვისტომოს ამჟამად ხელმძღვანელობს, ქ-ნი სვეტლანა ნამჩევაძე (საკონტაქტო მისამართი: ქ. ერევანი, სარიანის ქ, 22, ელ. ფოსტა: [email protected]).

სათვისტომოსთან ფუნქციონირებს საკვირაო სკოლა და ქართული ცეკვისა და სიმღერის შემსწავლელი წრე, რომელსაც ხელმძღვანელობს, ქ-ნი ლიანა სამადალაშვილი.

ერევანში არსებობს, აგრეთვე საერთაშორისო კლუბი „თბილისელები“, რომელშიც გაერთიანებული არიან წარმოშობით თბილისელები, მათი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად. (ხელმძღვანელი თბილისელი კინორეჟისორი, ედუარდ ედიკისილოვი).