სომხეთის რესპუბლიკა
დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 17 ივლისს.
თანამშრომლობის ძირითადი სფეროები
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას აკავშირებს მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები, რომლებიც დაფუძნებულია კეთილმეზობლობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებზე.
აქტიურია ვიზიტების ურთიერთგაცვლის დინამიკა როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონდებლო ორგანოების დონეზე.
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები რეგულირდება ფართო სახელშეკრულებო ბაზით, რომელიც ოთხმოცამდე დოკუმენტს მოიცავს.
სომხეთის რესპუბლიკა საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი.
პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გარდა, ასევე პრიორიტეტული მიმართულებაა თანამშრომლობა კულტურის სფეროში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ტურიზმის სფეროს, ვინაიდან სომხეთის მოქალაქეთათვის საქართველოს კურორტები წარმოადგენს მნიშვნელოვან ტურისტულ მიმართულებას.
ბმულები
საქართველოს საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში
სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში
სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო
სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრება (პარლამენტი)
სომხეთის რესპუბლიკის მთავრობა