საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თანამშრომლობის ძირითადი სფეროები:

· რეგულარული პოლიტიკური დიალოგი ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში (საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში სომხეთის რესპუბლიკა მოიხსენიება, როგორც საქართველოს პარტნიორი ქვეყანა).

· თანამშრომლობა ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, კავშირგაბმულობის, ტურიზმის და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

· სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს ძირითადად განსაზღვრავს თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში. საქართველო-სომხეთ-ირანს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად, მიღწეულია პრინციპული შეთანხმება ირანიდან სომხეთის გავლით ელექტროენერგიის მიღებასა და 2007 წლიდან საქართველო-სომხეთის ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობასთან დაკავშირებით. საქართველო და სომხეთი თანამშრომლობენ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზებისა და თბოელექტროსადგურების მშენებლობის საკითხებში.

· მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში. ტურიზმის განვითარებას ხელი შეუწყო ახალი სატრანსპორტო მარშრუტების ამოქმედებამაც.

· ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ თანამშრომლობას მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს თანამშრომლობა ვაჭრობის სფეროში. სომხეთიდან საქართველოს იმპორტის ძირითად მუხლებს შეადგენს: ქიმიური მრეწველობის პროდუქცია, ელექტროენერგია, ლითონის მილები და სხვა ლითონ - კონსტრუქციები, ყავა, მინერალური და გაზიანი წყლები, ცემენტი. სომხეთში საქართველოს ექსპორტის ძირითადი მუხლებია: კვების პროდუქტები, ხორბალი, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მინერალური და ქიმიური სასუქები.

· მნიშვნელოვანია საქართველო-სომხეთის რეგიონული თანამშრომლობა. ორი ქვეყანა აქტიურად თანამშრომლობს ისეთ რეგიონულ ფორუმში, როგორიცაა შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია (BSEC).

სავაჭრო ბრუნვა 2000-2006 წლებში (ათასი აშშ დოლარი):

წელი

ექსპორტი

იმპორტი

სავაჭრო ბრუნვა

2000

13,653.1

13,529.6

27,182.7

2001

12,508.3

10,030.0

22,538.3

2002

20,142.2

9,302.4

29,444.6

2003

30,761.6

11,198.6

41,960.2

2004

54,455.4

26,229.0

80,684.4

2005

39,928.2

39,294.1

79,222.3

2006

73,6205

40,3412

113,961.7


ინვესტიციები
:

წელი

სომხეთის რესპუბლიკიდან განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა (ათას აშშ დოლარებში)

2000

0

2001

0

2002

0

2003

249,8

2004

276,6

2005

395,5

2006(I,II,IIIკვ)

163