საქართველოს საელჩო სომხეთის რესპუბლიკაში
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები
Toggle navigation
დოკუმენტები
მედია ცენტრი
სიახლეები
განცხადებები
საელჩოს შესახებ
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
საელჩოს სტრუქტურა
საკონსულო განყოფილება
საკონსულო მომსახურებები
e-Visa
ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა
მიგრანტთა დაბრუნების სარეინტეგრაციო პროგრამები
მისამართი და მიღების საათები
ორმხრივი ურთიერთობები
ორმხრივი ურთიერთობების ისტორია
თანამშრომლის სფეროები
სამართლებლივი ბაზა
მნიშვნელონავი ვიზიტები
დიასპორა
საკონტაქტო ინფორმაცია
CoVID 19
საქართველოს საზღვრის კვეთა
საქართველოს ცერემონიების სასახლეში, ეკონომიკური დიპლომატიის სფეროში განხორციელებული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა
2022 წლის 3 ივნისს, საქართველოს ცერემონიების სასახლეში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ორგანიზებით, გაიმართა ეკონომიკური დიპლომატიის სფეროში განხორციელებული პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება. პროექტი EBRD-ის, ევროკავშირის და "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით განხორციელდა და მის ფარგლებში, ბრიტანული ორგანიზაცია - საპარლამენტო კვლევების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ექსპერტებმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და ვაჭრობის ხელშეწყობის სფეროში ტრენინგი ჩაუტარეს 60-ზე მეტ დიპლომატს.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა, საქართველოში EBRD-ის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა და საქართველოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ასუნსიონ სანჩეზ რუიზმა.
ეკონომიკური დიპლომატიის გამოწვევებისა და პრიორიტეტების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა ნოშრევან ლომთათიძემ და ICPS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტრეისი დრევეტმა.
გაიმართა დისკუსია თემაზე: „Harnessing Shifting Value Chains for Georgia: the Role of Economic Diplomacy“, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც სხვადასხვა უწყებების, ისე კერძო კომპანიების წარმომადგენლები. დისკუსიას მოდერაციას უწევდა საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის (AMCHAM) აღმასრულებელი დირექტორი, დოქტორი ჯორჯ ველტონი.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სამინისტროების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის საელჩოების ხელმძღვანელმა პირებმა.
Tweet
ელჩის მისასალმებელი სიტყვა
ელჩის ბიოგრაფია
KA
KA
EN
A
A
A
A
A
A
A
A
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ცხელი ხაზი:
(995 32) 294 50 00
მისამართი:
საქართველო, თბილისი, შ. ჩიტაძის ქ. 4
მედია ცენტრი
დიპლომატიური სამსახური
საგარეო პოლიტიკა
საკონსულო ინფორმაცია
საელჩოები და წარმომადგენლობები
საელჩოს გვერდი
სასწავლო ცენტრი
დიპლომატის გზამკვლევი
საჯარო ინფორმაცია
საიტის რუქა
ბმულები
კონტაქტი