6 მარტს, ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე „საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები“, რომელსაც ოსლოს უნივერსიტეტის 80 სტუდენტი ესწრებოდა.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მიმართა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოში ვიზიტად მყოფი ნორვეგიელი სტუდენტებისთვის საერთაშორისო პოლიტიკის კონტექსტში, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გაცნობას.
ნორვეგიელ სტუდენტებთან ერთად, დისკუსიას ესწრებოდნენ საქართველოში ნორვეგიის საელჩოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.