რატი ბრეგაძემ შეხვედრა გამართა მის სომეხ კოლეგასთან
2024 წლის 11 აპრილს, ქ. ერევანში, რიგით მე-5 სომხურ-ქართული სამართლებრივი ფორუმის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ შეხვედრა გამართა მის სომეხ კოლეგასთან, გრიგორ მინასიანთან.
შეხვედრაზე რატი ბრეგაძემ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატში სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და ორმხრივი სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა.
მინისტრმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის სამართლებრივი რეგულაციების გამარტივებაზე რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება ორი ქვეყნის ეკონომიკების განვითარებაზე.
მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივად მიღწეულ შედეგებზე, მიმდინარე რეფორმებსა და დაგეგმილ ინოვაციებზე იუსტიციის სამინისტროების ფარგლებში. ამასთან, შემდგომი თანამშრომლობის გამყარების მიზნით, მინისტრებმა განიხილეს ახალი ინიციატივები, რაც გააძლიერებს ინსტიტუციათა ფუნქციონირებას ეროვნულ დონეზე და გაამყარებს კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ეფექტიანობას რეგიონში.