Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, სომხეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით 2024 წლის 10 აგვისტოს ქ. იჯევანში გაიმართა ტურისტულ-მუსიკალური ფესტივალი „FESTIVAR”

სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის, სომხეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი მაუწყებლისა და სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით 2024 წლის 10 აგვისტოს ქ. იჯევანში გაიმართა ტურისტულ-მუსიკალური ფესტივალი „FESTIVAR”, სადაც სტუმრებს შორის მოწვეული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა დარსალია.
აღნიშნული ფესტივალი ქ. იჯევანის მთავარ მოედანზე ქართველი და სომეხი შემსრულებლების (დათო ხუჯაძე, ნუცა თოფურია, ერიკ კარაპეტიანი და ა.შ.) კონცერტით დასრულდა.  ფესტივალის ფარგლებში ქ. იჯევანში მთელი დღის მანძილზე წარმოდგენილი იყო ქართულ-სომხური პროდუქციის გამოფენა.