2023 წლის 21-22 ივნისს ქ. ერევანში გაიმართა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროების ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი, მინისტრის მოადგილეების დონეზე.
2023 წლის 21-22 ივნისს ქ. ერევანში გაიმართა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროების ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი, მინისტრის მოადგილეების დონეზე.
საქართველოს მხრიდან კონსულტაციებს უძღვებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ხოლო სომხეთის მხრიდან სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი.
კონსულტაციების ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად განიხილეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგის საკითხების ფართო სპექტრი. მხარეებმა კმაყოფილებით გაუსვეს ხაზი ორი ქვეყნის თანამშრომლობის სტაბილურად მზარდ დინამიკას და ისაუბრეს სამომავლო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე.