Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ეწვია სომხეთის რესპუბლიკას

2024 წლის 27-29 მარტს, გაიმართა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, ჟანა ანდრეასიანს და მინისტრის მოადგილეებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე განათლების მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უმაღლეს და პროფესიულ განათლებაზე, ასევე ახალგაზრდობის საკითხებზე. მხარეებმა ერთობლივი ფორუმების მოწყობის და გაცვლითი პროგრამების განხორციელების საკითხებზე იმსჯელეს.

გივი მიქანაძემ მინისტრს საქართველოსა და სომხეთის საპარლამენტო კომიტეტებს შორის თანამშრომლობის ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა, რომელიც დელეგაციის სომხეთში ვიზიტის ფარგლებში გაიმართება. ერთობლივი კომუნიკეს ხელმოწერის მიზანია ორი ქვეყნის პარლამენტებსა და დარგობრივ კომიტეტებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და საზედამხედველო ფუნქციის განხორციელება.

მინისტრმა, თავის მხრივ, თანამშრომლობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, გიორგი შარვაშიძე.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იყვნენ ვლადიმერ კახაძე და ვახტანგ მეგრელიშვილი.