ირაკლი კვანჭახაძემ შეხვედრა გამართა სებასტაცის სახელობის საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეებთან
მიმდინარე წლის 19 მარტს, ქ. ერევანში, დესპანმა, ირაკლი კვანჭახაძემ შეხვედრა გამართა სებასტაცის სახელობის საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეებთან, რომლებიც სწავლობენ ქართულ ენას. აღნიშნულ ცენტრში შესაძლებელია ქართული ენის შესწავლა ნებისმიერი მსურველისათვის. შეხვედრაზე ირაკლი კვანჭახაძემ მოსწავლეებთან ისაუბრა საქართველოს და სომხეთს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე.