ალექსანდრე გოგოლაძემ შეხვედრა გამართა სებასტაცის სახელობის საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეებთან
მიმდინარე წლის 21 მარტს, ქ. ერევანში, საელჩოს პირველმა მდივანმა, ალექსანდრე გოგოლაძემ შეხვედრა გამართა სებასტაცის სახელობის საგანმანათლებლო ცენტრის მოსწავლეებთან, რომლებიც სწავლობენ ქართულ ენას. აღნიშნულ ცენტრში შესაძლებელია ქართული ენის შესწავლა ნებისმიერი მსურველისათვის. შეხვედრაზე ალექსანდრე გოგოლაძემ მოსწავლეებთან ისაუბრა თანამედროვე სამყაროში დიპლომატიის მნიშვნელობაზე.