სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ეროვნული კრების თავმჯდომარემ და პატრიარქმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცეს
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის ეროვნული კრების თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა და სომხეთის პატრიარქმა, გარეგინ მეორემ მიულოცეს საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნა.
ნიკოლ ფაშინიანის მილოცვა X-ზე: “მოუთმენლად ველით სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ განვითარებას, რომელიც აგებულია ჩვენი ხალხების მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე, საერთო ღირებულებებსა და დემოკრატიულ ფასეულობებზე”.
„საუკეთესო სურვილებით ვულოცავ საქართველოს ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრს, ჩემს კარგ მეგობარს, ირაკლი კობახიძეს! გავაგრძელოთ კავშირების განმტკიცება ჩვენი ორი ერის საკეთილდღეოდ!“ - წერს ალენ სიმონიანი სოციალურ ქსელ X-ში.
სომხეთის პატრიარქის, გარეგინ მეორეს მილოცვა: „საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით, გილოცავთ და კურთხევას გადმოგცემთ დედა საყდრიდან, წმინდა ეჯმიაწინიდან. ჩვენი ლოცვებითა და საუკეთესო სურვილებით ვიმედოვნებთ, რომ თქვენი თაოსნობით საქართველოს მთავრობის ძალისხმევა იყოს ნაყოფიერი, ხელი შეუწყოს თქვენი ქვეყნის წინსვლასა და განვითარებას და თქვენი ღვთისმოყვარე ხალხის კეთილდღეობას“.