საქართველოს საელჩომ უმასპინძლა საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალის მონაწილეებს
მიმდინარე წლის 15 მარტს, საქართველოს საელჩომ სომხეთის რესპუბლიკაში უმასპინძლა ქ. ერევანში 2024 წლის 15-17 მარტს გამართული საერთაშორისო ხელოვნების ფესტივალის მონაწილეებს, რომელთა შორის იყვნენ "საქართველოს ქალბატონების" დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ნინა ჩიხლაძე, აკადემიის "გვირილა" დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ერნა წიფურია და საერთაშორისო ორგანიზაციის "სახალხო დიპლომატია" დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ნინო ანდრონიკაშვილი. ფესტივალის მონაწილეებს შორის იყვნენ მხატვრები, დიზაინერები და მომღერლები.
სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, გიორგი შარვაშიძემ საელჩოში გამართული გამოფენის დასრულების შემდეგ, საპატიო მადლობის სიგელები გადასცა საერთაშორისო ხელოვნების მონაწილეებს.