2023 წლის 12 ივლისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე მიწვეული იყო სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ სკოლაში
2023 წლის 12 ივლისს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე მიწვეული იყო სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიურ სკოლაში, სადაც გამართა შეხვედრა დიპ. სკოლის სტუდენტებთან და ისაუბრა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ თანამშრომლობაზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში.