2025 წლის 6 ივნისს ქ. ერევანში, „მარი აბგარის“ სახელობის პარკში, ქართული კულტურის დღეების ფარგლებში გაიმართა გამოფენა სახელწოდებით „საქართველო - ღვინის სამშობლო“, რომელიც დამთვალიერებელს ქართული მეღვინეობის უძველეს ისტორიას და კულტურა გააცნო.

ბავშვთა და შემოქმედებით ზონაში მოწყობილი იყო ქვევრის ხატვის სახელოსნო, კალიგრაფიის კუთხე, სადაც ქართველი კალიგრაფები ქმნიდნენ პერსონალიზებულ სამახსოვრო ბარათებს ქართული ანბანით. კულტურული ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს კვარტეტმა „რანინამ“, საღამოს კი გაიმართა ჯგუფ „Goofy Land“-ის კონცერტი.
ქართული კულტურის დღეების ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებებს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა, სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე არტურ მარტიროსიანი, , საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა, საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები თათა სვანიძე და ირინე სოლტიში დაესწრნენ.