9 აპრილი, 2025.
9 აპრილი, 2025.
9 აპრილი, 2025.
2025 წლის 1 აპრილს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე სომხეთის რესპუბლიკის განათლების-მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს ჟანნა ანდრეასიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს სომხეთში დაგეგმილი საქართველოს კულტურის დღეების დღის წესრიგზე და გამოხატეს მზადყოფნა გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სომეხ კოლეგას, ნიკოლ ფაშინიანს უმასპინძლა, რომელიც თბილისს საქართველო-სომხეთის საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრებად ეწვია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობასა და მრავალწლიან კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო სტრატეგიული პარტნიორობის დღის წესრიგში არსებულ ძირითად საკითხებს, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო და კულტურის სფეროში თანამშრომლობას.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, ერევანში, ვაზგენ სარგსიანის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დაესწრო.
2025 წლის 18 მარტს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე სომხეთის რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარეს ართურ პოღოსიანს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე და განვითარებაზე და გამოხატეს მზადყოფნა გააგრძელონ მჭიდრო თანამშრომლობა.