Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

გიორგი შარვაშიძემ შეხვედრა გამართა ქ. ერევნის მერთან, ტიგრან ავინიანთან

2024 წლის 13 მარტს, სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი შარვაშიძემ შეხვედრა გამართა ქ. ერევნის მერთან, ტიგრან ავინიანთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები და ხაზი გაუსვეს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დედაქალაქებს შორის კონტაქტების გაღრმავების საკითხს.

მხარეებმა დადებითად შეაფასეს არსებული ურთიერთობის დონე დედაქალაქებს შორის და აღნიშნეს, რომ არსებობს ახალი სფეროებისა და მიმართულებების ათვისების პოტენციალი. ხაზი გაესვა მერიებს შორის რეფორმებისა და პროექტების განხორციელების გამოცდილების გაზიარების აუცილებლობას.

ელჩმა განაცხადა, რომ მზად არის, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს ყველა იმ ინიციატივასა და პროგრამას, რაც დააახლოებს სომხეთისა და საქართველოს დედაქალაქებს.