Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

2023 წლის 30 ივნისი-1 ივლისს სომხეთში, ქ. დილიჯანში გაიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის სამუშაო ვიზიტი

2023 წლის  30 ივნისი-1 ივლისს სომხეთში, ქ. დილიჯანში გაიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის სამუშაო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც ორი ქვეყნის ფინანსთა სამინისტროებს შორის წარიმართა ორდღიანი ინტენსიური სამუშაო შეხვედრები, სადაც სიღრმისეულად განიხილეს საქართველოსა და სომხეთში საფინანსო და ფისკალურ სფეროებში არსებული ვითარება და განვითარების პერსპექტივები.

 

საქართველოს დელეგაციაში ფინანსთა მინისტრთან ერთად წარმოდგენილი იყვნენ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი და შემოსავლების სამსახურის გენერალური დირექტორი ლევან კაკავა თავისი სამუშაო გუნდებით. შეხვედრებს ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი  გიორგი შარვაშიძე.

 

მასპინძელთა მხარეს კი ხელმძღვანელობდნენ ფინანსთა მინისტრი ვაჰე ჰოვჰანისიანი, ცენტრალური ბანკის მმართველი მარტინ გალსტიანი და შემოსავლების ეროვნული კომიტეტის უფროსი რუსტამ ბადასიანი.

 

შეხვედრები ძალიან მეგობრულ, კონსტრუქციულ და საქმიან ატმოსფეროში წარიმართა და დასრულდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სომხეთის ფინანსთა სამინისტროსა და სომხეთის შემოსავლების ეროვნულ კომიტეტს შორის ტექნიკური თანამშრომლობის თაობაზე ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით.