Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს ეწვია

2024 წლის 26 იანვარს, საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი დელეგაციასთან ერთად ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, სომხეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი და სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, გიორგი შარვაშიძე დახვდნენ.

 

 

ვიზიტის ფარგლებში შედგა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა.

ასევე, პრემიერების ხელმძღვანელობით გაიმართა საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მე-13 სხდომა.

სხდომაზე მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები. ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალზე როგორც ეკონომიკური ურთიერთობების და ვაჭრობის, ისე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების მიმართულებით.

მხარეებმა ისაუბრეს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო განაგრძობს ძალისხმევას სამშვიდობო პროცესის ხელშესაწყობად და მზად არის, ამ მიმართულებით ჩართულობა მომავალშიც გააგრძელოს.

 

 

სხდომის დასასრულს, პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივ დეკლარაციას.

ასევე, ორი ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრების ხელმოწერით, გაფორმდა სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმი, ჯანდაცვის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმი და შეთანხმება ორი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების საქმიანობის პირობების გაუმჯობესების შესახებ.